aConnect - მწერლის სტატუსის მიღება
ძვირფასო მომხმარებელო, რეგისტრაციის გავლამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ACCEPT! Connect-ის მიზანს.

ACCEPT! არის ინოვაციების კომპანია, რომელიც ქმნის შესაძლებლობას თქვენთვის. Aconnect-იც სწორედ შესაძლებლობაა ახალბედა მწერლებისთვის, რომ მათ ვისაც წერა გიყვართ, საკუთარი ნაწარმოებები წარუდგინოთ ფართო საზოგადოებას და შეძლოთ თქვენს მკითხველთან კომუნიკაცია.

Aconnect გაძლევთ საშუალებას სრულიად უსასყიდლოდ განათავსოთ თქვენი ნამუშევრები, მისცეთ უამრავ ადამიანს შანსი გაეცნონ თქვენს ნაშრომებს, თქვენ კი თქვენი ნაწარმოებებით შეცვალოთ თითოეულის ცხოვრება და ახლებურად დაანახოთ მათ სამყარო.

ACCEPT!-ის გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ბიბლიოთეკის გვერდი იყოს მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი და კომფორტული. ჩვენთან შეხვდებით ისეთ უნიკალურ ნაწარმოებებს, რომელთა ელექტრონული ვერსიები სხვაგან არ არსებობს. თქვენ კი „ბიბლიოთეკის მკითხველის“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, გექნებათ პრივილეგია იკითხოთ ეს ნაწარმოებები ჩვენთან.

თქვენი ნაწარმოებების განთავსება ძალიან მარტივი პროცესია, მთავარია იყოთ საკმარისად გაბედულები და საკუთარი ნამუშევრები აჩვენოთ მკითხველს. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ შეგიქმნათ მსგავსი პლატფორმა, საკუთარი იდეების რეალიზებისთვის.

ACCEPT! გელით ახალბედა ნიჭიერ მწერლებს!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეგისტრაციისას სავალდებულოა ყველა ველის სწორად შევსება, რადგან თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციას გადაამოწმებენ ბიბლიოთეკის გვერდის წარმომადგენლები. პასუხს მიიღებთ ფოსტის საშუალებით.