A! Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
კომპანია « ჩვენ შესახებ

ACCEPT! არის ინოვაციების კომპანია, რომელიც ქმნის შესაძლებლობას თქვენთვის.
კომპანიის მიზანია შექმნას ინოვაციური პროდუქტი, რომელიც იქნება მაქსიმალურად მარტივი, კომფორტული და მორგებული ქართულ რეალობაზე, პროდუქტი რომელიც მომხმარებელს მისცემს საკუთარი თავის გამოხატვისა და თვითრეალიზების საშუალებას.

ACCEPT! დაარსდა 2011 წლის 4 თებერვალს.
კომპანიის ფარგლებში 2011 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის გვერდი, სადაც განთავსებულია ელექტრონული ლიტერატურა როგორც მხატვრული, ასევე სამეცნიერო. აღნიშნული ბიბლიოთეკა ექსკლუზიურ ნაწარმოებებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომელთა ხილვაც, მხოლოდ ACCEPT!-ის ბაზაზეა შესაძლებელი. აგრეთვე კომპანია ეხმარება ახალგაზრდა ნიჭიერ მწერლებს, საკუთარი ნაშრომები წარუდგინონ ფართო საზოგადოებას და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

2013 წელს პირველად ამიერკავკასიაში სწორედ ACCEPT!-ის გუნდის საშუალებით ჩამოყალიბდა ქართული ონლაინ ბლოგების მარტივი და დახვეწილი სისტემა, რომელიც ძალიან მოსახერხებელია, საუკეთესო საშუალებაა თვითგამოხატვისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისათვის.

2014 წლის მაისში ACCEPT!-მა შექმნა კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - პირველი ქართული სოციალური აპლიკაცია - "Closer" , რომელიც ასევე ორიენტირებულია ქართული პროდუქტების ჩამოყალიბებასა და განვითარებისათვის ხელშეწყობაზე. აპლიკაცია დღეს ყველასთვის არის ხელმისაწვდომი და ის სრულიად უფასოა.

2014 წელს კომპანიამ შექმნა კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - პირველი ქართული სტუდენტური ქსელი „Istudent“, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია გააუმჯობესოს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესი, ერთმანეთთან კომუნიკაცია და უნივერსიტეტში სოციალურ აქტივობებში მათი ჩართულობა.

2017 წელს კომპანიის ბაზაზე შეიქმნა კონცეპტუალური ონლაინ მაღაზია „Ashop”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს ერთ სივრცეში. პროექტს საკუთარი მიმართულება და ხასიათი გააჩნია, რის შესაბამისადაც არის შერჩეული კონტენტი. თითოეულ მომხმარებელს აქ შეუძლია იპოვოს, როგორც საკუთარი სტილი - ასევე განწყობა.

კომპანია აქტიურად ზრუნავს გაამდიდროს ქართული ბაზარი ისეთი მაღალტექნოლოგიური სიახლეებით, რომელიც პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარებაზე და მოტივაციას მისცემს დაინტერესებულ პირებს, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და მოახმარონ ის ახალი და ინოვაციური პროდუქტის შექმნას.